3 მიზეზი, თუ რატომ უნდა ითანამშრომლოთ CityPay.io-სთან

3 მიზეზი, თუ რატომ უნდა ითანამშრომლოთ CityPay.io-სთან

თუ ბიზნეს საქმიანობით ხართ დაკავებული, შესაძლოა, უკვე გსმენიათ კიდეც სითიფეის შესახებ - ეს არის ახალი გზა ციფრული ვალუტით გადახდების მიღებისათვის, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ, მიიღოთ კრიპტო გადახდები და ასახოთ ისინი სასურველ ვალუტაში. ციფრული ვალუტის ბრწყინვალე მომავალში ეჭვი აღარავის ეპარება, ამიტომაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ამ პროცესის განვითარებას და სხვებსაც მოვუწოდებთ ამისაკენ. ბევრ უპირატესობას შორის, რომლებიც კრიპტო გადახდებს გააჩნია, ყველაზე საგულისხმოა უსაფრთხოება, სწრაფი მომსახურება, პირადი ინფორმაციის დაცვის ხარისხი და დაბალი სატრანზაქციო გადასახადები. ბიზნესები, რომლებიც უკვე იყენებენ კრიპტო გადახდებს, აცნობიერებენ ამ უპირატესობებს, იმავეს თქმა შეიძლება კრიპტო ვალუტის მფლობელებზეც. სწორედ ამიტომ კრიპტო გადახდების პოპულარობა სულ უფრო იზრდება.

სითიფეი, როგორც ინოვაციური სტარტაპი, თქვენს საქმიანობას ახალ მასშტაბებს სთავაზობს - თქვენთვის ხელმისაწვდომი გახდება საერთაშორისო მომხმარებლების ახალი აუდიტორია, თქვენი პროდუქცია მსოფლიო მასშტაბით იქნება ხელმოსაწვდომი. გაინტერესებსთ, როგორ? აი, პასუხებიც:


სითიფეი ახალი მომხმარებლების შეძენაში გეხმარებათ

არ აქვს მნიშვნელობა, რას ყიდით, ეს იქნება პროდუქტი თუ მომსახურება, ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა იპოვოთ საკუთარი აუდიტორია და ეცადოთ, რეგულარულად გააფართოვოთ იგი. მართალია, ტრადიციული საგადახდო სისტემები დომინირებს ბაზარზე, თუმცა, უფრო და უფრო მეტი კომპანია ინტერესდება, რომ მომხმარებელს კრიპტო გადახდის საშუალებაც მისცეს. ამით თქვენი მომსახურება უფრო მრავალფეროვანი და მოსახერხებელი, ხოლო პროდუქტი/სერვისი ხელმისაწვდომი ხდება. რაც ყველაზე მთავარია, თქვენს კომპანიას გაეხსნება ახალი წყარო იმ მომხმარებლების მისაღებად, რომლებიც მზად არიან, ციფრული ვალუტით გადაიხადონ. ისიც გასათვალისწინებელია, რომ კრიპტოს მფლობელების რაოდენობა დღითიდღე იზრდება, სითიფეი კი მზად არის, ისინი თქვენს მომხმარებლებად აქციოს. 


სითიფეი თქვენი გადახდების მიღების ღირებულებას ამცირებს

ადგილობრივი და საერთაშორისო გადახდები უფასო სიამოვნება არაა, რაც თქვენც მშვენივრად მოგეხსენებათ, მაგრამ შესაძლოა, არ იცოდეთ, რომ სითიფეი გაძლევთ საშუალებას, მიიღოთ ადგილობრივი და საერთაშორისო გადახდები მხოლოდ 1%-მდე საკომისიო გადასახადით, მაშინ, როცა ტრადიციული საგადახდო სისტემების მომწოდებლები (ბანკები და სხვა ელექტრონული გადახდების პროვაიდერები) მოითხოვენ 2-დან 4%-მდე საკომისიოს ადგილობრივი, ხოლო 5-დან 7%-მდე საერთაშორისო ტრანზაქციებისთვის. უკონკურენტო ფასის შეთავაზება სითიფეის უდიდესი უპირატესობა და კიდევ ერთი მიზეზია, რომ იგი განვასხვავოთ კონკურენტებისაგან. თუკი, მაგალითად,ღვინის მწარმოებელი ბრძანდებით და პროდუქციას ევროპაში ყიდით, ნაცვლად $7-ისა ყოველ $100-ზე, მოგიწევთ, გადაიხადოთ რამდენიმე ცენტი, რაც, საბოლოო ჯამში, დიდ სხვაობას მოგცემთ.

 

სითიფეი თქვენს მომხმარებელს უსაფრთხოებასა და მოხერხებულ მომსახურებას ჰპირდება

ზემოთ უკვე ვახსენეთ, რომ ციფრული ვალუტის მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა რეალობაა, რომელსაც თავისი მიზეზები და მიზნები აქვს. კიდევ ერთი უპირატესობა კრიპტო გადახდებისა არის ის, რომ მომხმარებელს არ უწევს, გაუზიაროს თავისი ფინანსური და სხვა ტიპის პირადი ინფორმაცია მესამე პირს. რაც შეეხება მოხერხებულობას, ტრანზაქციის სისწრაფე არის ის, რაზეც ყოველთვის მიუთითებენ კრიპტო მესაკუთრეები - კრიპტო გადახდის ასახვა ხდება მომენტალურად, უარეს შემთხვევაში კი, შესაძლოა, რამდენიმე წუთი წაიღოს. 

წარმოიდგინეთ, როგორ აისახებოდა თქვენი ბიზნესის საქმიანობაზე, თუკი შეძლებდით, რომ ტრანზაქციის პროცესი უფრო უსაფრთხო და მოსახერხებელი გაგეხადათ თქვენი მომხმარებლებისათვის?! ამგვარად, სითიფეი მზად არის, გაგიხსნათ ახალი შესაძლებლობები, რათა თქვენი პროდუქტი/სერვისი ხელმისაწვდომი გახდეს მომხმარებლისთვის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში უსაფრთხო და დაცული გადახდებით და რაც მთავარია - მინიმალური დანახარჯებით.