CityPay.io-ს Wordpress plugin-ის ინტეგრაცია ვებგვერდზე

CityPay.io-ს Wordpress plugin-ის ინტეგრაცია ვებგვერდზე

როგორც უკვე იცით, Citypay მუდმივად მუშაობს, რომ პარტნიორ კომპანიებს გაუმარტივოს სერვისით სარგებლობა და თანამშრომლობის პროცესი მაქსიმალურად მოსახერხებელი გახადოს. ამჯერად Citypay.io გთავაზობთ მზა plugin-ს, რომლის მიბმა პირდაპირ არის შესაძლებელი თქვენი ვორდპრესის ძრავზე აწყობილ ვებგვერდზე. თუკი აქამდე სერვისით სარგებლობა API-ინტეგრაციით იყო შესაძლებელი ელ-კომერციის ვებსაიტებისთვის, ახლა უფრო სწრაფად და მარტივად,  მზა plugin-ის დაკავშირებით შეძლებთ  თქვენი ვებგვერდით კრიპტო გადახდების მიღებას.

ინტეგრაცია მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

 

CityPay-ის პლატფორმის მხარე:

  1. დარეგისტრირდით CityPay.io-ზე და შედით კომპანიის პირად კაბინეტში;
  2. გადადით პროდუქტების (Products) გვერდზე;
  3. აირჩიეთ Order და შექმენით ტოკენი;
  4. IP whitelist-ში გაწერეთ ვორდპრესზე მითითებული IP მისამართი, cancel, success და callback URL-ები ტოკენის შესაქმნელად აუცილებელი ველების შევსებისას;
  5. შეინახეთ დაგენერირებული access token, რათა შემდეგ ვორდპრესის ნაწილის გამართვისას შეიყვანოთ მონაცემები;
  6. დაგჭირდებათ Customer ID-ც, რომელიც შეგიძლიათ, ნახოთ CityPay-ის კაბინეტის ზედა მარჯვენა კუთხეში.

City-Pay-side

 

 

Wordpress-ის სამართავი პანელის მხარე:

plugin-ის ინსტალაცია:

1. შედით Wordpress-ის ადმინ პანელში, plugin-მენეჯერში მოძებნეთ “CityPay.io” ( Plugins > Add New > Search plugins) და დააინსტალირეთ;

Wordpress-Plugin-CP-1

2. WooCommerce/settings/Payment გვერდზე მოძებნეთ პლაგინი CityPay.io და დააჭირეთ manage-ს;

 

Wordpress-Plugin-CP-2

3. შესავსებ ველებში შეიყვანეთ შემდეგი სახის ინფორმაცია:

 

Wordpress-Plugin-CP-3

Title: - სახელი, რომელიც მითითებულია Order-ის გვერდზე;

Description - დანიშნულება/აღწერა, რომელიც გამოჩნდება გადახდის გვერდზე;

Button text - გადახდის ღილაკზე დასატანი ტექსტი, მაგ: “გადახდა”;

Test mode (radio button) - მონიშნეთ ტესტ რეჟიმის აქტივაციიის ღილაკი;

Customer ID – Customer ID-ისთვის იხ. CityPay-ის კაბინეტის ზედა მარჯვენა კუთხე;

Access Token: - მიუთითეთ CityPay.io-ს პლატფორმის მხარეს მე-5 პუნქტში ნახსენები ტოკენის კოდი;

 

სულ ეს არის! ამ ნაბიჯების შემდეგ თქვენ წარმატებით დააკავშირეთ Citypay.io-ს plugin თქვენს საიტთან. პლატფორმის დახმარებით უკვე შეგიძლიათ, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან მიიღოთ კრიპტო გადახდები თქვენი მომხმარებლისგან.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ, პროცედურასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში, CityPay-ის ტექნიკური მხარდაჭერის ჯგუფი ყოველთვის მზად არის თქვენს დასახმარებლად.

https://citypay-io.freshdesk.com/support/home

გისურვებთ წარმატებას!