CityPay არის ციფრული გადახდების მიღების საშუალება ბიზნესებისთვის, რომელიც მათ სთავაზობს გადახდების მიღებას კრიპტოვალუტით. განვითარებულ სამყაროში ბლოკჩეინ სისტემა თანდათან უფრო პოპულარული ხდება იმ მნიშვნელოვანი უპირატესობების გამო, რასაც ის ონლაინ ბიზნესებს სთავაზობს. სწორედ ამიტომ, ჩვენი გუნდის მიზანია გაზარდოს ცნობადობა ციფრული ვალუტით ტრანზაქციების მნიშვნელობის შესახებ და დანერგოს გადახდის მიღების ინოვაციური პლატფორმა ადგილობრივ ბაზარზე.
გარდა იმისა, რომ შევქმენით სანდო და უსაფრთხო გადახდის პლატფორმა, ჩვენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით წინ და ცოტა უფრო გავამარტივეთ გადარიცხვის მიღების პროცესი. ზოგადად, კრიპტო გადახდების განხორციელება მოითხოვს სხვადასხვა შუამავალი ელექტრონული საფულის გადმოწერასა და დანერგვას. ჩვენ ეს ნაბიჯი ამოვიღეთ და ბლოკჩეინის ქსელთან პირდაპირი კავშირით უფრო მოქნილი, მარტივი და მომხმარებელზე ორიენტირებული გავხადეთ ჩვენი კრიპტო გადახდის მიღების პლატფორმა. ანუ, CityPay-ის პლატფორმაზე რეგისტრაციით უკვე პირდაპირ არის შესაძლებელი გადარიცხვების მიღება, შუამავალი პლატფორმების გარეშე და რაც მთავარია, შესაძლებელი გავხადეთ გადარიცხვის მიღება ეროვნულ ვალუტაში!
ამ ტექნოლოგიის დიდი პოტენციალი უკვე აღიარებულია მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენ მხარს ვუჭერთ ბიზნესებს მთელს მსოფლიოში, მიიღონ ეს ტექნოლოგიური ინოვაცია და გახადონ მათი გაყიდვები უფრო სწრაფი, ეფექტიანიდა მომავლისკენ ორიენტირებული. CityPay ქმნის გადასახადების მიღების მარტივ შესაძლებლობას და სთავაზობს ბიზნესებს მომხმარებლების გადახდის მიღების არხის შექმნას, სადაც გადახდა მომხმარებლის საფულედან ტრანზაქციით ან უნიკალური QR კოდის სკანირებით არის შესაძლებელი.